Wednesday, June 8, 2016

მეშვიდე ტრენინგდღის რეფლექსია

ტრენინგ დღის დაწყების წინ შევაჯამეთ წინა ტრენინგ დღეები  და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობით და სამართლიანად გამოყენების წესები განათლების სისტემაში. თითოეულმა ჩვენგანმა პროექტისთვის გამოყენებული მასალებისთვის Viewer-ის სახელმღვანელოს რესურსებიდან გამოვიყენეთ დოკუმენტი „გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი“ სადაც მივუთითეთ ჩვენ მიერ გამოყენებული სურათების URL მისამართები, რომელიც მოვათავსეთ საქაღალდეში სურათები აუდიო ვიდეო - საავტორო  უფლებები. მულტიმედიური შეფასების რუბრიკა მოვარგეთ თემას, რუბრიკის მიხედვით შევქმენიტ პრეზენტაციის შაბლონი სადაც გავწერეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარიდა მოსწავლის ნამუშევრისთვის მოვიძიეთ ინორმაცია ტექსტური და გრაფიკული მასალის სახით და ეს მასალები შევინახეთ ციტირებულ დოკუმენტში  მოსწავლის თვალით დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარება, განვსაზღვრო, რამდენად შეესაბამება პროექტი მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს. ეს ასევე დამეხმარება გავარკვიო სწავლების საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი, შინაარსი და აქტივობები. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევინახეთ საქაღალდეში _მოსწავლის ნიმუში

No comments:

Post a Comment