პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული
პროექტებით სწავლება
Friday, June 17, 2016
მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია
სასწავლო პროექტის ჩეკლისტში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსი რაცშევქმენით სასწავლო პროექტისთვის ამ ტრენინგის მანძილზე, პარალელურად გადავამოწმეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი და აღნიშვნა გავუკეთეთ ყველა იმ მახასიათებლებს რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლებში განხორციელებული სასწავლო პროექტი.
ვიმუშავეთ ბლოგებზე, ჩავსვით გაჯეტები და
გავეკეთეთ რეფლექსია ბლოგზე.
.Intel -ის ტრენინგის ბოლო
დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და
გავაკეთე რეფლექსია.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობისას...
ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების,ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლოპროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
Thursday, June 9, 2016
მერვე ტრენინგდღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგ დღეს დავამთავრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
პროგრამა Power Pointში. აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლოპროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე დამისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
Wednesday, June 8, 2016
მეშვიდე ტრენინგდღის რეფლექსია
ტრენინგ
დღის დაწყების წინ შევაჯამეთ წინა ტრენინგ დღეები და განვიხილეთ საავტორო უფლებების
კანონმდებლობით და სამართლიანად გამოყენების წესები განათლების სისტემაში.
თითოეულმა ჩვენგანმა პროექტისთვის გამოყენებული მასალებისთვის Viewer-ის
სახელმღვანელოს რესურსებიდან გამოვიყენეთ დოკუმენტი „გამოყენებული ლიტერატურის
მარტივი შაბლონი“ სადაც მივუთითეთ ჩვენ მიერ გამოყენებული სურათების URL
მისამართები, რომელიც მოვათავსეთ საქაღალდეში სურათები აუდიო ვიდეო - საავტორო
უფლებები. მულტიმედიური შეფასების რუბრიკა მოვარგეთ თემას, რუბრიკის
მიხედვით შევქმენიტ პრეზენტაციის შაბლონი სადაც გავწერეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც
უნდა შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარიდა მოსწავლის ნამუშევრისთვის მოვიძიეთ
ინორმაცია ტექსტური და გრაფიკული მასალის სახით და ეს მასალები შევინახეთ ციტირებულ
დოკუმენტში მოსწავლის თვალით დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარება,
განვსაზღვრო, რამდენად შეესაბამება პროექტი მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს.
ეს ასევე დამეხმარება გავარკვიო სწავლების საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი,
შინაარსი და აქტივობები. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევინახეთ საქაღალდეში _მოსწავლის ნიმუში
მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია
მეექვსე დღეს ისევ ვიმუშავე შეფასების
ინსტრუმენტებზე,პროექტზე
დაფუძნებული სწავლებისათვის უნდა შემერჩია ისეთი შეფასების ფორმა, რაც აწარმოებს
პროგრესის მონიტორინგს, ხელს შეუწყობს გაგების ხარისხის მონიტორინგს, ნასწავლი მასალის
და უნარ-ჩვევების დემონსტრირებას,წაახალისებს მეტაკოგნიტურ აზროვნებას.დავამთავრეთ
შეფასების დროის ჩარჩოზე და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზზე მუშაობა
დღევანდელმადღემ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების,ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
Thursday, June 2, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღეს დავიწყეთ მუშაობა შეფასების ფორმებზე.კერძოდ მოსწავლეთა წინარე ცოდნის
და საჭიროებების დადგენაზე პროექტზე დაფუძნებული სწავლებისათვის უნდა შეგვერჩია
ისეთი შეფასების ფორმები, რომელიც შეაფასებს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს, ჩართავს
მოსწავლეებს შეფასების პროცესში, აწარმოებს პროგრესის მონიტორინგს, .შევავსეთ KWL ცხრილი,
როგორც მოსწავლეებმა.
Saturday, May 28, 2016
მეოთხე ტრენინგდღე
ტრენერმა
გაგვაცნო ინფორმაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ, გვესაუბრა და ჯგუფში
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,
Google doc-ების საშუალებით ტრენერმა
გაგვიზიარა ჯგუფს სავარჯიშო „გონებრივი იერიშის კითხვები“.ჩვენ უკეთ გავერკვიეთ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების
მიმცემი შეკითხვები და პარალელურად ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება google
doc-ების საშუალებით და გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობა. შემდეგ, ჩვენი
პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და
ჩავწერეთ პროექტის პროექტის გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს,
გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები
და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.
Subscribe to:
Posts (Atom)